საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის ინიციატორი ბელარუსის მხარე იყო.
პრესცენტრის თანახმად, მათ ისაუბრეს „პრიორიტეტულ საკითხებზე“, მათ შორის „სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე“.
„ყურადღება გამახვილდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე“, - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
- მინსკი ოფიციალურად არ აღიარებს საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას, თუმცა კონტაქტებს ინარჩუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ამ რეგიონებთან.
- ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ლუკაშენკა ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევაშიც დაადანაშაულეს სოხუმში ვიზიტის გამო 2022 წელს.
მინისტრები, ბოჭორიშვილი და რიჟენკოვი ნიუ-იორკში 2025 წლის 24 სექტემბერსაც შეხვდნენ ერთმანეთს - მაშინაც გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას.
- მინსკსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება დაიწყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ.
- პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თბილისში ბელარუსის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკას, - რომლისთვისაც ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთს აქვთ ფინანსური სანქციები დაწესებული, - 2026 წლის 16 მარტს უმასპინძლა.
წელს ნიუ-იორკში რიჟენკოვს ასევე შეხვდა პოლონელი კოლეგა, რადოსლავ სიკორსიც, რომელმაც განაცხადა:
„როდესაც მეზობელს ურთიერთობების გაუმჯობესება სურს, პოლონეთი ყოველთვის მზადაა, ამას დათანხმდეს“.
ფორუმი