Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ბალტიის რეგიონში აგზავნის საზღვაო ქვეითების სპეციალურ ჯგუფს

ამერიკელი საზღვაო ქვეითები(საილუსტრაციო ფოტო)
ამერიკელი საზღვაო ქვეითები(საილუსტრაციო ფოტო)

ბალტიის ზღვის რეგიონში ნატოს მისიის, Baltic Sentry-ს მხარდასაჭერად შეერთებული შტატები აგზავნის ამერიკელი საზღვაო ქვეითების სპეციალურ ჯგუფს.

პენტაგონის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კაროლინის შტატში დისლოცირებული საზღვაო ქვეითთა მეორე დივიზიის სადაზვერვო ბატალიონის ორმოცამდე სამხედრო ფინეთის სანაპირო დაცვის ბრიგადასთან ერთად იმოქმედებს.

მათი მიზანია მეთვალყურეობა და ტაქტიკური დაზვერვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დასაცავად და რეგიონის საერთო უსაფრთხოების ხელშესაწყობად.

ამოცანების შესასრულებლად ქვედანაყოფი გამოიყენებს მცირე ზომის უპილოტო საფრენ აპარატებს და სანაპირო სენსორებს. ინფორმაცია გადაეცემა ნატოს ერთიან ოპერატიულ სისტემას, რაც მოკავშირეებს მისცემს საშუალებას, უფრო სწრაფად მიიღონ ინფორმაცია პოტენციურ საფრთხეებზე.

  • ნატოს მისია Baltic Sentry 2025 წლიდან ამოქმედდა ბალტიის ზღვის წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დასაცავად, რასაც წინ უძღოდა საზღვაო კაბელების დაზიანების არაერთი შემთხვევა. ინციდენტებთან კავშირი ჰქონდათ რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებსაც.

ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალმა, გენერალმა დენიელ შიპლიმ პირველ ოქტომბერს განაცხადა, რომ ფინელ მოკავშირეებთან ერთად მოქმედება განამტკიცებს კოლექტიურ მზადყოფნას და უზრუნველყოფს შეუფერხებელი, ერთიანი და გამანადგურებელი გუნდის მოქმედებას ბალტიის სანაპიროზე ჰიბრიდული საფრთხეების შესაკავებლად.

  • ბოლო ხანს ევროპის არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის ბალტიის ქვეყნებმა განაცხადეს რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხის შესახებ.
  • მოსკოვი უარყოფს, რომ ევროპას რუსეთისგან საფრთხე ემუქრება და ამასთან, მთელი არსენალის, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება, თუ ნატოს ძალები შეეცდებიან რუსეთისგან კალინინგრადის ოლქის ჩამოჭრას. ნატო მსგავსი გეგმის არსებობას უარყოფს.




ფორუმი

​
XS
SM
MD
LG