ეს ტრამპმა ჟურნალისტებს 27 ოქტომბერს უთხრა. შეკითხვას, ვისთან იქნება შეხვედრა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან. სხვა დეტალები ტრამპს არ დაუკონკრეტებია.
- აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა 20 ოქტომბერს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გამართა მოლაპარაკება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ხოლო 21 ოქტომბერს - სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
- მოლაპარაკებებში ონლაინ მონაწილეობდა ტრამპის კიდევ ერთი წარმომადგენელი, მისი სიძე ჯარედ კუშნერი.
- ამ შეხვედრების შემდეგ გამოცხადდა, რომ ნოემბერში განახლდება აშშ-უკრაინა-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები.
- უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე, აშშ-ის ინიციატივით 2026 წლის იანვარში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები.
- იანვარსა და თებერვალში გაიმართა სამი რაუნდი. პირველი ორი რაუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, ხოლო მესამე - შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.
- უმთავრესი, რასაც რუსეთი მოითხოვს, დონბასზე მისი კონტროლის აღიარებაა. დღემდე უკრაინას არაერთხელ უთქვამს, რომ თავისი ტერიტორიების დათმობას არ აპირებს.
ფორუმი