დაარტყეს სამეფოში უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „რას-ტანურას“, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „რაბიღსა“ და „არამკოს“ (Aramco) ობიექტზე „აბკაიყში“, ასევე - რიადში მდებარე მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და დამამში მეფე ფაჰდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს.
საუდის არაბეთის ხელისუფლებას ჰუთების განცხადებები ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.
იემენის დასავლეთ ნაწილში, თაიზის პროვინციაში საუდის არაბეთის მიერ საცხოვრებელ უბანზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, იტყობინებიან ირანთან დაკავშირებული იემენელი ჰუთები.
კონფლიქტის განახლების შემდეგ, გასული თვეების განმავლობაში, მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება.
მას შემდეგ, რაც ზაფხულში მრავალწლიანი ზავი ჩაიშალა, ჰუთები და საერთაშორისოდ აღიარებული იემენის მთავრობა, რომელსაც საუდის არაბეთი უჭერს მხარს, ერთმანეთს ყოველდღიურად უტევენ. ბოლო კვირების განმავლობაში, დაჯგუფებამ საუდის არაბეთზე თავდასხმები გააძლიერა.
„საწყისი მონაცემებით, 12 მოქალაქე დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის მტრულმა ძალებმა მაყბანას რაიონის დასახლება ალ-ბარაში იბრაჰიმ საიდ მუჰამედ აჰმედ ალ-ყუზისა და ალ-რაბი საიდ მუჰამედ აჰმედ ალ-ყუზის ოჯახების საცხოვრებელ სახლებს დაარტყეს“, - ნათქვამია ჰუთების ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც დაჯგუფების საინფორმაციო სააგენტო „საბამ“ გაავრცელა.
გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ იემენში 1 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 275 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებულია.
ოთხშაბათს, ჰუთების ცნობით, საუდის არაბეთის მიერ ბენზინგასამართ სადგურსა და ბაზარზე განხორციელებული იერიშების შედეგად, სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა; დაჯგუფებამ დაბომბა ადანის აეროპორტი, სადაც ბინა უდევს მთავრობას და იქ მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.
ივლისში 2022 წლის მყიფე ზავი გაუქმდა მას შემდეგ, რაც ჰუთებმა, საუდის არაბეთის მიერ იემენის საჰაერო სივრცეზე დაწესებული კონტროლის საპირისპიროდ, იემენის დედაქალაქ სანაში ირანულ თვითმფრინავს დაშვების უფლება მისცეს, რასაც თავდასხმების ტალღა მოჰყვა.
მოგვიანებით, ჰუთებმა საუდის არაბეთის საზღვაო ბლოკადა გამოაცხადეს და მის გემებზე, ტერიტორიასა და ნავთობობიექტებზე იერიშების მიტანა დაიწყეს, რის შემდეგაც, ელვისებური კამპანიის შედეგად, იემენის წითელი ზღვის მთელი სანაპირო დაიკავეს.
თავის მხრივ, ჰუთები საუდის არაბეთის მხრიდან განხორციელებული ხშირი საჰაერო დარტყმების შესახებ იუწყებიან.
იემენი 2014 წლიდან, - მას შემდეგ, რაც ჰუთებმა დედაქალაქი დაიკავეს, - ომის ქარცეცხლშია გახვეული. ერთი წლის შემდეგ კი, კონფლიქტში მთავრობის მხარდასაჭერად საუდის არაბეთის მეთაურობით შექმნილი კოალიციაც ჩაერთო.
ფორუმი