რუსეთის საგამოძიებო ორგანოების ვერსიით, 2005 წლის მაისში ცხაკაიას ნაცნობთან ფინანსური უთანხმოების გამო კონფლიქტი მოუვიდა, რის შემდეგაც მისი მკვლელობა დაუდგენელ პირთან ერთად დაგეგმა.
გამოძიების თანახმად, ცხაკაიამ და მისმა თანამზრახველმა ავტომობილში მყოფ დაზარალებულს დანით სულ მცირე 14 ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.
რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, ცხაკაია გამოძიებას ემალებოდა და საერთაშორისო ძებნაში იყო გამოცხადებული. ბულგარეთში მისი დაკავების შემდეგ რუსეთმა ექსტრადიცია მოითხოვა, რასაც ბულგარეთის შესაბამისი უწყებები დათანხმდნენ.
ცხაკაიას ექსტრადიციის შესახებ ინფორმაცია ბულგარულმა მედიამაც გაავრცელა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. თუმცა, გენერალური პროკურატურისგან განსხვავებით, რუსეთის შსს-ს განცხადებაში საუბარი იყო რუსეთის მოქალაქეზე, რომლის ვინაობაც არ დასახელებულა.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ვიდეოც, რომელშიც ცხაკაია ამბობს, რომ ზუგდიდში დაიბადა. კითხვაზე, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით ედება ბრალი, ის პასუხობს: „არ ვიცი“.
ფორუმი