Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისთ ფოინთში“ ახალგაზრდებს შორის მომხდარ ჩხუბზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

რადიო თავისუფლების კითხვაზე, დაკავებულია თუ არა ვინმე მომხდარის გამო, შსს-ში გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
რადიო თავისუფლების კითხვაზე, დაკავებულია თუ არა ვინმე მომხდარის გამო, შსს-ში გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

31 ოქტომბერს, გვიან საღამოს, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ მომხდარ ჩხუბზე, რომელშიც, გავრცელებული ცნობებით, დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა, შსს-მ გამოძიება დაიწყო.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს უწყებაში, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

ტვ პირველმა გაავრცელა ჩხუბის თვითმხილველის მონათხრობი და ვიდეო კადრები, რომლის თანახმად, ის სავაჭრო ცენტრ „ისტ პოინტში“ შეესწრო ახალგაზრდების ჩხუბს, რომელშიც, მისი ვარაუდით, არასრულწლოვნებიც მონაწილეობდნენ:

„დაიწყეს გამეტებით ერთმანეთის ცემა, გინება, დევნა... დავინახე, რომ გაშველების დროს დანაც ჰქონდათ“, - აცხადებს ტვ პირველთან საუბარში ანი გაჩეჩილაძე.

მისი თქმით, გვიან ღამით, ის და მისი მეუღლე, როგორც მოწმეები, პოლიციაში გამოკითხვაზეც გადაიყვანეს.

ანი გაჩეჩილაძემ მომხდარის შესახებ რადიო თავისუფლებასაც უამბო და თქვა, რომ სავაჭრო ცენტრი, სადაც გუშინ საღამოს ჩხუბი დაიწყო, სავსე იყო ახალგაზრდებით და თინეიჯერებით.

"რაღაც მომენტში, ჩხუბი რომ დაიწყო, ერთმანეთს დაედევდნენ, სხვა ადგილას სურდათ როგორც ჩანს ჩხუბის გაგრძელება. პატარებიც იყვნენ და ე.წ. ქურდული ლექსიკით ლაპარაკობდნენ".

რადიო თავისუფლების კითხვაზე, დაკავებულია თუ არა ვინმე მომხდარის გამო, შსს-ში გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG