Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3 ნოემბერს აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნებია

3 ნოემბერს აშშ-ში აირჩევენ წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს და სენატის 100 წევრიდან 35-ს.
3 ნოემბერს აშშ-ში აირჩევენ წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს და სენატის 100 წევრიდან 35-ს.

3 ნოემბერი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის შუალედური არჩევნების დღეა.

ამერიკელები ირჩევენ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს და სენატის 100 წევრიდან 35-ს.

არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს, ვის ექნება კონტროლი კონგრესზე. ამჟამად ორივე პალატის უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან.

წინასწარი გამოკითხვების შედეგებით, დემოკრატებს წარმატების დიდი შანსი აქვთ.

თუ დემოკრატიული პარტია კონგრესში უმრავლესობას მოიპოვებს, რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის გართულდება სასურველი რეფორმების გატარება და კანონების მიღება.

3 ნოემბრამდე, კონგრესის შუალედური არჩევნების ძირითად დღემდე, აშშ-ში ხმის წინასწარ მიცემის უფლებით ისარგებლა ორმოც მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა.

წლევანდელი არჩევნები ტარდება საწვავის, ელექტროენერგიის, სურსათის და სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტებისა და მომსახურების გაძვირებით ამომრჩევლებში გამოწვეული უკმაყოფილების ფონზე.



ფორუმი

​
XS
SM
MD
LG