Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანის მოკავშირე საკონსტიტუციოს თავმჯდომარე გახდა, მოადგილე პროტესტის ნიშნად გადადგა

ედგარ შათირიანმა ამ ნაბიჯით გააპროტესტა კოლეგების მიერ სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ ვლადიმირ ვარდანიანის არჩევა
ედგარ შათირიანმა ამ ნაბიჯით გააპროტესტა კოლეგების მიერ სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ ვლადიმირ ვარდანიანის არჩევა

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, ედგარ შათირიანმა, 2026 წლის 6 ნოემბერს პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა.

მან ამ ნაბიჯით გააპროტესტა თავისი კოლეგების მიერ სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტის“ ყოფილი მაღალი რანგის პარლამენტარის, ვლადიმირ ვარდანიანის არჩევა.

შათირიანმა მიანიშნა, რომ ვლადიმერ ვარდანიანი სასამართლოს თავმჯდომარედ სხვა მოსამართლეებზე მთავრობის მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად აირჩიეს.

შათირიანმა დააზუსტა, რომ მართალია, ტოვებს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს, თუმცა განაგრძობს საქმიანობას, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს რიგითი მოსამართლე.

ვარდანიანი ზეწოლას უარყოფს

ვარდანიანმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო კონტრაქტის“ წევრი იყო, მსგავსი ზეწოლის ფაქტი უარყო.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი 2026 წლის სექტემბრიდან გახდა ვაკანტური - მას შემდეგ, რაც ამ პოზიციაზე მომუშავე არმან დილანიანმა ექვსწლიანი უფლებამოსილების ვადა ამოწურა.

სექტემბრიდან მოყოლებული, სასამართლოში დარჩენილმა ცხრა მოსამართლემ შემცვლელის ასარჩევად ოთხჯერ გამართა კენჭისყრა, თუმცა წარუმატებლად. მეხუთე კენჭისყრა ვარდანიანის გამარჯვების დასრულდა. მისი კონკურენტი ხუთივე შემთხვევაში ვარდანიანი იყო.

ვლადიმირ ვარდანიანი, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიის ყოფილი წევრი, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2026 წლის 25 მარტს დაინიშნა.

  • ვარდანიანი ნიკოლ ფაშინიანის დიდი ხნის მოკავშირეა. ის სომხეთის პარლამენტმა 67 ხმით ნულის წინააღმდეგ გაამწესეს საკონსტიტუციო სასამართლოში.
  • მოსამართლედ მისმა არჩევამ ოპოზიციონერი დეპუტატებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების კრიტიკა გამოიწვია. ისინი ვარაუდობენ, რომ ვარდანიანი პოლიტიკურად მიკერძოებული იქნება.
  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა - სომხეთმა“ (TI-მ) სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეას მოუწოდა, არ დაენიშნა ვარდანიანი აღნიშნულ პოზიციაზე, თუმცა უშედეგოდ.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG