Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არავითარი ჰიბრიდული სწავლება ან მეორე ცვლა“ - მორიგი აქცია ვეკუას სკოლასთან

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის თბილისის N42-ე სკოლასთან მორიგი აქცია იმართება
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის თბილისის N42-ე სკოლასთან მორიგი აქცია იმართება

კვირას, 8 ნოემბერს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის თბილისის N42-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა მორიგი აქცია დაიწყო.

მათი პროტესტი გამოიწვია ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან, იმავე შენობაში სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდება.

6 ნოემბრის აქციის შემდეგ, მშობლებმა შაბათს კვლავ იმსჯელეს და გადაწყვიტეს, კვირას მორიგი აქცია გაემართათ. მათი მოთხოვნებია:

  • განათლების სამინისტრომ გამოუყოს მოსწავლეებს შესაფერისი შენობა - ცენტრალურ უბანშუ, მეტროდან ფეხით სავალ მანძილზე;
  • „არავითარი ჰიბრიდული ან ონლაინ სწავლება და არავითარი მეორე ცვლა“.

დღესვე დაგეგმილია მშობლებით დაკომპლექტებული სამეურვეო საბჭოს შეხვედრა დირექციასთან.

მშობლებისთვის მიუღებელია განათლების სამინისტროს სამივე შეთავაზება:

  • ​ონლაინ სწავლება;
  • 51-ე სკოლასთან შერწყმა, მეორე ცვლაში სწავლება;
  • ჰიბრიდული სწავლება.

საქართველოში არაერთი სკოლაა, რომლებშიც სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყო, შემდეგ კი მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ იქ საგანმანათლებლო პროცესი ვერ გაგრძელდებოდა. რადიო თავისუფლებამ 10-ზე მეტი ასეთი სკოლა დათვალა.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG