წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ამჟამინდელმა ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა, რომელიც ახალი მოწვევის წარმომადგენელთა პალატის სპიკერობის რეალური კანდიდატია, ტელეკომპანია ABC-ის 8 ნოემბერს განუცხადა, რომ პიტ ჰეგსეთმა ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა, საშიშროება შეუქმნა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და ირანის წინააღმდეგ დაიწყო გაუაზრებელი და ძვირადღირებული ომი, რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა.
კონგრესმენი ჯეფრისი მიიჩნევს, რომ ჰეგსეთი თანამდებობაზე არ უნდა დარჩეს.
დემოკრატების განზრახვის პასუხად, BBC-ს პენტაგონში განუცხადეს, რომ კანონი არავის დაურღვევია და ჰეგსეთისთვის „ფიქტიური გამოძიებები“ პრობლემას არ წარმოადგენს.
პიტ ჰეგსეთისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების გეგმას უსამართლობა უწოდა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
- კონგრესის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის განახლებული შემადგენლობები მუშაობას 2027 წლის 3 იანვრიდან შეუდგებიან.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატას შეუძლია ხმათა უბრალო უმრავლესობით იმპიჩმენტი გამოუცხადოს აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირს, რაც ხმების ორი მესამედით უნდა დაადასტუროს სენატმა.
- 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგებით, დემოკრატებს კონგრესის 435-წევრიან წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის შექმნელად საჭირო 218 ადგილზე გაცილებით მეტი, 254 ადგილი აქვთ.
- რესპუბლიკელებმა უმრავლესობა დაკარგეს 100-წევრიან სენატშიც, თუმცა დემოკრატებს კონგრესის ამ ზედა პალატაში უმრავლესობის მოპოვების მიუხედავად არ აქვთ ხმების ორი მესამედი. შესაბამისად, პიტ ჰეგსეთის იმპიჩმენტის დასადასტურებლად საჭირო იქნება რესპუბლიკელთა ნაწილის თანხმობა.
ფორუმი