რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი უარყოფს კიბერთავდასხმაზე საფრანგეთის „უსაფუძვლო ბრალდებებს“

საილუსტრაციო ფოტოზე ასახულია სავაჭრო ურიკები, რომლებიც სავსეა გაფუჭებული პროდუქტებით. გადაღებულია 2026 წლის 2 ნოემბერს შვედეთის ქალაქ შიობოში მას შემდეგ, რაც ჰაკერული თავდასხმის შედეგად ტემპერატურა 50 გრადუსამდე აიწია და მათი დაცლა გახდა საჭირო.
საილუსტრაციო ფოტოზე ასახულია სავაჭრო ურიკები, რომლებიც სავსეა გაფუჭებული პროდუქტებით. გადაღებულია 2026 წლის 2 ნოემბერს შვედეთის ქალაქ შიობოში მას შემდეგ, რაც ჰაკერული თავდასხმის შედეგად ტემპერატურა 50 გრადუსამდე აიწია და მათი დაცლა გახდა საჭირო.

ირანმა განაცხადა, რომ საფრანგეთის ბრალდებები, თითქოს ის იყო პასუხისმგებელი გასულ თვეს სუპერმარკეტების მაცივრებზე განხორციელებულ კიბერთავდასხმებზე, „უსაფუძვლოა“.

„ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს საფრანგეთის მთავრობის უსაფუძვლო და ცალმხრივ ბრალდებებს ირანის წინააღმდეგ, საფრანგეთში სავარაუდო კიბერსაქმიანობასთან დაკავშირებით“, — ნათქვამია სამინისტროს 10 ნოემბრის განცხადებაში, რომელშიც ასევე წერია, რომ სამინისტრომ „მკაცრად გმობს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრალდებების წაყენების ამ შაბლონურ პოლიტიკას“.

ასობით სუპერმარკეტი დააზარალა საფრანგეთში 11 და 12 ოქტომბრის კიბერთავდასხმებმა, რის გამოც მათი მაცივრებისა და საყინულეების ტემპერატურა გაიზარდა და მალფუჭებადი საკვების მთელი მარაგები გადასაყრელი გახდა.

მსგავსი ინციდენტები ნოემბრის დასაწყისში ევროპის სულ მცირე 11 სხვა ქვეყანაშიც აღინუსხა.

ირანის ელჩის დაბარებასთან და ევროპული დონის სანქციების მოთხოვნასთან ერთად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ სამშაბათს განაცხადა, რომ პარიზი „არაფერს გამორიცხავს და მიიღებს ყველა ზომას, - მათ შორის ისეთებსაც, რომლებსაც შესაძლოა საჯაროდ არ გავამჟღავნებთ, - რომელთაც მივიჩნევთ პროპორციულად და აუცილებლად შემდგომი თავდასხმების აღსაკვეთად“.

თეირანმა ამასობაში განაცხადა, რომ ის „არ დააყოვნებს აუცილებელი და შესაბამისი ზომების მიღებას თავისი ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად უკანონო უცხოური საქმიანობის ფონზე“.

თეირანის განცხადებით, საფრანგეთი ამ ბრალდებებით „მხოლოდ საკუთარი მმართველობის წარუმატებლობების პროეცირებას ახდენს... მთავრობა, რომელსაც საკუთარი მაცივრების ტემპერატურის მართვაც კი არ შეუძლია, ახლა ცდილობს ბრალი უცხოელ აქტორებს გადააბრალოს ამ აბსურდული ბრალდებების მეშვეობით“.

ასევე სამშაბათს, ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ შეეცდება უზრუნველყოს „სწრაფი და ერთიანი პასუხი“ წევრ სახელმწიფოებთან საკითხის განხილვის შემდეგ, საფრანგეთის განცხადების კვალდაკვალ.


​
XS
SM
MD
LG