რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ცეცხლს ღაზაში შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მამა-შვილი - ჯანდაცვის უწყება

ქალაქ ღაზაში ღაზის ომის დროს დაზიანებული შენობა ჩამოინგრა. 16 სექტემბერი, 2026 წელი
ქალაქ ღაზაში ღაზის ომის დროს დაზიანებული შენობა ჩამოინგრა. 16 სექტემბერი, 2026 წელი

ისრაელის ძალებმა სამშაბათს ღაზის სექტორში სულ მცირე, შვიდი პალესტინელი მოკლეს, მათ შორის მამა და მისი 13 წლის ვაჟი, ავრცელებს Reuters-ი ინფორმაციას ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

მედიკოსების თქმით, ფადი რაჯაბი და მისი ვაჟი აბუბაქრი დაიღუპნენ ქალაქ ღაზის ზეითუნის უბანში დევნილთა თავშესაფარზე ავიადარტყმის შედეგად. მესამე პალესტინელი ისრაელის იერიშს ემსხვერპლა ქალაქ ღაზის დარაჯის უბანში მდებარე სკოლის სიახლოვეს, თქვეს ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა.

ისრაელის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ დარტყმების სამიზნე საბრძოლო მოქმედებებში ჩართულ პირები იყვნენ ორივე რაიონში, დამატებითი დეტალების გავრცელების გარეშე.

ხან-იუნისში, სამხრეთ ღაზაში, ისრაელის მიერ გახსნილმა ცეცხლმა მამაკაცი მოკლა, განაცხადეს მედიკოსებმა.

სამშაბათს მოგვიანებით, ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა ლითონჩამომსხმელ საამქროზე ქალაქ ღაზის საბრას უბანში, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, აცხადებენ მედიკოსები, რამაც დღის განმავლობაში დაღუპულთა საერთო რაოდენობა სულ მცირე შვიდამდე გაზარდა.

ისრაელის სამხედროებს ხან-იუნისსა თუ საბრას უბანში მომხდარ ინციდენტებზე დაუყოვნებლივი კომენტარი არ გაუკეთებიათ.

აშშ-ის შუამავლობით გასულ წელს მიღწეული
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ითვალისწინებდა საბოლოო ჯამში ღაზის სექტორის აღდგენას, თუმცა მხოლოდ მცირე პროგრესს მიაღწიეს.

მოლაპარაკებების მონაწილეებმა ვერ შეძლეს შეთანხმებულიყვნენ პირობებზე ჰამასის განიარაღების და ისრაელის მიერ პალესტინელთა ამ ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, რომლებიც სექტორის დაახლოებით ორ მესამედს აკონტროლებენ და რომელიც მოსახლეობას დაატოვებინეს.

ისრაელი აცხადებს, რომ ჰამასი (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) ცდილობს ძალების გადაჯგუფებასა და თავისი არსენალის შევსებას. ჰამასი აცხადებს, რომ ერთგული რჩება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და ისრაელს მის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ღაზაში ისრაელის თავდასხმების შედეგად სულ მცირე 1 600 პალესტინელი დაიღუპა, ტერიტორიის ჯანდაცვის ოფიციალური პირების მონაცემებით, ხოლო ისრაელი აცხადებს, რომ მისი ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა.

პალესტინის ხელისუფლების მონაცემებით, რომელსაც გაერო აღიარებს, და ადასტურებენ დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციები, 74 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ღაზაზე ისრაელის სახმელეთო და საჰაერო ფართომასშტაბიანი იერიშების შედეგად, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც ჰამასის მეთაურობით მოქმედმა მებრძოლებმა ისრაელის სამხრეთში 2023 წლის 7 ოქტომბერს დაახლოებით 1 200 ადამიანი მოკლეს.

​
XS
SM
MD
LG