რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე ირლანდიაში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

კობახიძე ფაშინიანს ირლანდიაში შეხვდა
კობახიძე ფაშინიანს ირლანდიაში შეხვდა

ირაკლი კობახიძემ 12 ნოემბერს ირლანდიაში, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის კულუარებში შეხვედრა გამართა სომეხ კოლეგასთან, ნიკოლ ფაშინიანთან.

„მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მაღალ დონეს და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს“, - წერს მთავრობის ადმინისტრაცია.

„ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძე დუბლინში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს დაესწრო - პარალელურად ირლანდიის დედაქალაქში საპროტესტო აქცია გამართეს ქართველმა ემიგრანტებმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

წინა დღეს, 11 ნოემბერს ფაშინიანი თურქეთში, ქალაქ ანტალიაშვილი, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის კულუარებში შეხვდა მიხეილ ყაველაშვილს.


​
XS
SM
MD
LG