რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში უკრაინის იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

უკრაინის ჯარისკაცი კამიკაძე დრონს უშვებს ქ. ბახმუტის მახლობლად. 12 დეკემბერი, 2023.
უკრაინის ჯარისკაცი კამიკაძე დრონს უშვებს ქ. ბახმუტის მახლობლად. 12 დეკემბერი, 2023.

ბელგოროდის ოლქის რაკიტნოეს რაიონის დაბა პროლეტარსკში უკრაინული დრონით თავდასხმის შედეგად დაიღუპა ოჯახი - ცოლ-ქმარი და მათი 24 წლის ქალიშვილი. კიდევ ერთი მამაკაცი დაიჭრა. ამის შესახებ რეგიონის ოპერატიული შტაბი იუწყება.

ბრიანსკის ოლქის კლიმოვის რაიონის სოფელ ჩუროვიჩში 76 წლის მამაკაცი დაიღუპა. რეგიონის გუბერნატორის, ეგორ კოვალჩუკის თქმით, ის ელექტროველოსიპედით გადაადგილდებოდა, როცა უკრაინული დრონი დაესხა თავს.

უკრაინული მონიტორინგის პროექტი Supernova+ ამტკიცებს, რომ ბელგოროდის ოლქის ქალაქ ვალუიკში დრონების საწყობი დაბომბეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა 13 ნოემბერს სამარისა და ლიპეცკის ოლქებზე მიტანილი დარტყმების შედეგები გამოაქვეყნა. იერიში მიიტანეს სამარის ხაზოვან საწარმოო-სადისპეჩერო სადგურზე, რომელიც რუსეთის ნავთობსისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძია, ასევე აეროდრომ „ლიპეცკ-2-ზე“, სადაც რუსეთის სამხედრო ავიაციის ბაზაა.

კალუგის ოლქში უკრაინის დრონების დარტყმის შედეგად დაიწვა ქარხანა „ნეო-პაკ ცენტრის“ საამქრო, რომელიც პლასტმასის პროდუქციას აწარმოებს. საწარმო შედის კომპანიების ჯგუფში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მონაწილეებს ეხმარება როგორც პროდუქციითა და ტექნიკური საშუალებებით, ისე მატერიალური რესურსებით.

​
XS
SM
MD
LG