Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფუკუსიმაში შესაძლოა, დაზიანებული იყოს პლუტონიუმის საცავი


ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგურის ოპერატორის განცხადებით, შესაძლოა დაზიანებული იყოს დამცავი გარსი საცავისა, რომელშიც მოთავსებულია ყველაზე სახიფათო საწვავის ღეროები მთელს კომპლექსში - პლუტონიუმის საწვავის ღეროები მესამე რეაქტორში. ამ ინფორმაციის გავრცელებამდე იაპონიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები, რომლებმაც დამწვრობები მიიღეს მესამე რეაქტორის გაციების მცდელობისას, განიცადეს რადიაციული დასხივება, რომელიც 10 000-ჯერ აღემატება იმას, რასაც მოელოდნენ. აქამდე ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ მესამე რეაქტორზე აფეთქებებს შესაძლოა, დაზიანებული ჰქონდა საცავის დამცავი გარსი, მაგრამ დიდი რაოდენობით რადიაქტიური ნივთიერების გაჟონვის გამო ახლა ფიქრობენ, რომ ზიანი აქამდე ნავარაუდევზე უფრო მძიმეა. ამასობაში გავრცელდა აქტუალური ინფორმაცია 11 მარტის მიწისძვრისა და ცუნამის მსხვერპლის რაოდენობის შესახებ: დაღუპულად გამოცხადდა 10 000 ადამიანი. თითქმის გადაწურულია იმედი, რომ ვინმეს ცოცხალს იპოვიან დაკარგულად მიჩნეული 17 500 ადამიანიდან.
XS
SM
MD
LG