Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის მთავრობის განცხადებით, რადიაციის დონის შესახებ შეცდომა „მიუღებელია“


იაპონიის მთავრობამ დაგმო და „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა რადიაციის დონის შესახებ შეცდომას, რომელიც მიწისძვრით და ცუნამით დაზიანებულ ფუკუშიმის ბირთვულ სადგურზე მომუშავე კომპანიამ დაუშვა. კრიტიკით მთავრობის წარმომადგენელი, იუკიო ედანო გამოვიდა მას შემდეგ, რაც გუშინ ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანიამ განაცხადა, ობიექტზე წყალმა ნორმალურ ზღვარს 10 მილიონჯერ გადააჭარბაო. ოფიციალური პირების ცნობით, ეს მონაცემი არასწორი იყო - თუმცა იმ ადგილებში რადიაციის დონე მართლაც მაღალია. ფუკუშიმის დაზიანებული რეაქტორების სტაბილიზაციის მიზნით სამუშაოები შეფერხებულია, რადგან რადიაცია ობიექტიდან ჰაერში და წყნარ ოკეანეში ვრცელდება და აბინძურებს ადგილობრივ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს და სასმელ წყალს. თუმცა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რადიაციის დონე ისეთი მაღალი არ არის, რომ რეგიონში მყოფ ხალხს გარდაუვალი საფრთხე შეუქმნას.
XS
SM
MD
LG