Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ სირიას რეფორმების გატარებისაკენ მოუწოდებს


შეერთებული შტატები სირიას რეფორმების გატარებისაკენ მოუწოდებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მარკ ტონერის განცხადებით, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა მოსახლეობის მოთხოვნები უნდა შეასრულოს. გუშინ სირიის პრეზიდენტმა მთავრობის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო. ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ორკვირიანი საპროტესტო გამოსვლები, რომლის დროსაც დაახლოებით 50 ადამიანი დაიღუპა. მოსალოდნელია, რომ დღეს სირიის პრეზიდენტი მოსახლეობას ტელევიზიით მიმართავს და ის საგანგებო რეჯიმის გაუქმების შესახებ განცხადებას გააკეთებს. სწორედ 50 წლიანი საგანგებო რეჟიმის გაუქმებას მოითხოვენ დემონსტრანტები.
XS
SM
MD
LG