Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიელმა მეამბოხეებმა უკან დაიხიეს


ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ერთგულმა ჯარებმა დღეს სამი ქალაქის დაპყრობა შეძლეს აღმოსავლეთ ლიბიაში. მათ ტანკებისა და არტილერიის მხარდაჭერით მიაღწიეს ქალაქ აჯდაბიის შემოგარენს. აჯდაბია 160-მდე კილომეტრით არის დაშორებული მეამბოხეების მთავარ პლაცდარმ ბენღაზიდან. მანამდე კადაფის მომხრეებმა რას ლანუფი, უყაილა და ბრეგა აიღეს. კადაფის ეს კონტრშეტევა მოჰყვა სამშაბათს მეამბოხეების წინსვლას. აჯანყებულები ქალაქ სირტეს აღმოსავლეთით, 100-მდე კილომეტრში მივიდნენ, საერთაშორისო ძალების საჰაერო ოპერაციების დახმარებით. დასავლეთ ლიბიაში კადაფის მომხრეებს ალყა აქვთ შემორტმული ქალაქ მისრათისთვის, რომელიც მეამბოხეების ხელშია. შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის განცხადებით, ისინი არ გამორიცხავენ მეამბოხეებისათვის იარაღის მიწოდებას.
XS
SM
MD
LG