Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში დღეს ორი აფეთქება იგეგმებოდა


ქუთაისის მერიის შენობასთან ერთად იუსტიციის სახლის აფეთქებაც იგეგმებოდა. ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, იუსტიციის სახლსა და ქუთაისის მერიასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთდროულად უნდა ამოქმედებულიყო. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ორი პირი. ისინი, წინასწარი ცნობით, ზუგდიდის მაცხოვრებლები არიან. ქუთაისის მერიის შენობიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით ტროტილი.
XS
SM
MD
LG