Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: თამარ კინწურაშვილი


პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი
პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი
31 მარტს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი. საუბრის თემა ეხებოდა კვლევას, რომელიც საქართველოში მულტიეთნიკურ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებსა თუ მიღწეულ შედეგებს დაეთმო. კვლევა სამოქალაქო განვითარების სააგენტომ (CIDA), პროექტ „მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელის“ ფარგლებში ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ჩაატარა. კვლევის შედეგებმა მოიცვა ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ადგილობრივი მოსახლეობის ნდობა სხვადასხვა ინსტიტუციისა და სახელმწიფოების მიმართ და სხვა. რა სიტუაციაა ამ მიმართულებით ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში და ზოგადად საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც მულტიეთნიკური საზოგადოებაა. თამარ კინწურაშვილის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ვითარება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და გარდა სახელმწიფო პროგრამებისა, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიტიური ძვრები არასამთავრობო სექტორისა და მედიის აქტიურმა ჩართულობამაც გამოიწვია.



XS
SM
MD
LG