Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პოლიციამ დემონსტრაციების მონაწილეები დააკავა


რუსეთის პოლიციამ დააკავა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ბორის ნემცოვი და ედუარდ ლიმონოვი მას მერე, რაც ისინი ჩართული იყვნენ მსვლელობაში, რომელშიც ასობით ადამიანი მონაწილეობდა. პეტერბურგში დაკავებულია ასამდე ადამიანი, მოსკოვში - 50. 300-400 ადამიანი მონაწილეობდა გამოსვლაში, რომელსაც ბორის ნემცოვი უძღოდა პეტერბურგში. გამოსვლა ერთ-ერთი იყო სერიიდან, რომელსაც „სტრატეგია 31“ ეწოდება, და რომელიც თვის 31 რიცხვში ეწყობა ხოლმე. პროტესტი უკავშირდება რუსეთის კონსტიტუციის 31 მუხლს, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას იძლევა.
XS
SM
MD
LG