საქართველოში, სოციალურ ქსელებში, აქტიურად განიხილავენ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მიერ სამოქალაქო სივრცეში განხორციელებული ამასწინანდელი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერებას. საქმე ეხება მარტის ბოლოს სამხედრო პოლიციელების მიერ პოლიკლინიკის ექიმებისა და მედპერსონალის დაპატიმრებას. თუმცა საქართველოს სამხედრო პოლიციის ქმედება ბავშვის ლუღლუღად მოჩანს იმ თავზეხელაღებულ რეიდთან, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩეხმა სამხედრო პოლიციელებმა პრაღაში მოაწყვეს.
11 მარტს ჩეხეთში ისეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, რომლის მსგავსიც აქ 1968 წლის შემდეგ არ მომხდარა. ნიღბიანი შეიარაღებული სამხედრო პოლიციელები შეიჭრნენ ჩეხეთის სახელმწიფო ტელევიზიის შენობაში, ჩაატარეს ჩხრეკა და ამოიღეს გარკვეული დოკუმენტები და კომპიუტერული მონაცემები. როგორც ჩეხური მედია წერდა, სამხედრო პოლიციის მოულოდნელი რეიდის მიზანი იყო იმ მოხსენების მოძებნა და ამოღება, რომელიც 2007 წელს ჩეხეთის სამხედრო დაზვერვაში მომხდარი მსხვილი საკადრო ცვლილების მიზეზი გახდა. თუკი იმხანად მოხსენების გაჟონვამ სამხედრო დაზვერვის შეფი მიროსლავ კრაიჩეკი გადაიყოლა, 11 მარტის რეიდის გამო თანამდებობის დატოვება მოუხდა სამხედრო პოლიციის უფროსს, ბრიგადის გენერალს ვლადიმერ ლოჟეკს.
თავისუფალი მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლის გამო, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა ალექსანდრ ვონდრამ დანიშნა საფუძვლიანი გამოძიება, რასაც, როგორც ჩეხეთის მედია წერს, აუცილებლად მოჰყვება სამხედრო პოლიციის რეორგანიზაცია და მისი ფუნქციების მკაცრ ჩარჩოებში მოქცევა. გამოძიების პროცესს კი თვალს მიადევნებს ჩეხეთის მედია და არასამთავრობო სექტორი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩეხეთის სამხედრო პოლიციის თავაშვებულმა ქმედებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩეხეთის რესპუბლიკაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობა.
ახლა გადავინაცვლოთ საქართველოში. იქ შესაძლოა ბევრმა ჟურნალისტმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა არც კი იცოდეს, რომ სამხედრო პოლიცია არსებობს. ამის მიზეზი ისაა, რომ ეს სტრუქტურა ოპერატიულ ღონისძიებებს დახურულ სივრცეში - სამხედრო ნაწილებსა და თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ ობიექტებში - ატარებს, უზრუნველყოფს სამხედრო კოლონების გადაადგილებას და იცავს სამხედრო ობიექტებს. თუმცა 25 მარტს სამხედრო პოლიციამ პირველად ჩაატარა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება სამოქალაქო სივრცეში და ნაციონალური ტელეარხების საშუალებით საზოგადოებას პოლიკლინიკების 9 ხელმრუდი სამედიცინო მუშაკის დაკავება ამცნო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ოპერატიული მასალა და იმ დაკავებული ექიმების ვინაობა, ყალბ დიაგნოზს რომ უსვამდნენ მოქალაქეებს, რომლებსაც გაყალბებული სამედიცინო ცნობები სამხედრო გასაწვევ პუნქტებზე მიჰქონდათ სამხედრო რეზერვიდან გადავადების მისაღებად.
სამხედრო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ ექიმებს ბრალი წაეყენათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 221-ე მუხლებით. აღნიშნული მუხლები გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებას და გასაღებას და კომერციულ მოსყიდვას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.
ნებისმიერი სახის დანაშაულის გამოვლენა და აღკვეთა სამართალდამცველი ორგანოების პირდაპირი მოვალეობაა. თუმცა სამხედრო პოლიციის მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების გატარებამ სამოქალაქო ობიექტებში აღძრა კითხვა, თუ რამდენად აძლევს სამხედრო პოლიციას ამგვარი ზომების განხორციელების უფლებას კანონმდებლობა. თეონა აქუბარდიამ, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამხედრო-სამოქალაქო საბჭოს“ წევრმა, კანონსა და რეალობას შორის რამდენიმე შეუსაბამობას მიაგნო:
„დღეს ჩვენ გვაქვს პარალელური საპოლიციო სტრუქტურა თავდაცვის სამინისტროში. იმ კანონით, რითიც დღეს ხელმძღვანელობს თავდაცვის უწყება, ნებისმიერი საქმე, თუ რაიმე ოდნავი შეხება შეიძლება მას ჰქონდეს სამხედრო უწყებასთან, იქნება ეს სუფთა სამხედრო დანაშაულის გამოძიება თუ თუნდაც ფინანსური პრობლემა, კანონი ცალსახად აძლევს იმის შესაძლებლობას სამხედრო პოლიციას, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება აწარმოოს. მაგრამ რაც შეეხება დაკავების ფაქტს, კანონში არ წერია, აქვს თუ არა სამხედრო პოლიციას უფლება განახორციელოს ისეთი სპეცოპერაცია, რაც პოლიკლინიკებში განხორციელდა 25 მარტს."
თეონა აქუბარდია ფიქრობს, რომ საჭიროა მკაცრად რეგლამენტირებული იქნეს სამხედრო პოლიციის უფლებამოსილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა სამძებრო-ოპერატიული მოქმედების განსახორციელებლად სამხედრო პოლიცია შევიდეს იმ კერძო სტრუქტურებშიც, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით სხვადასხვა სახის მომსახურებას ასრულებენ:
„ფაქტობრივად, სამხედრო პოლიციამ მოახდინა პროვოცირება ამ ექიმებისა, რომ წამოსულიყვნენ ქრთამის აღებაზე. და, ფაქტობრივად, დღეს ჩვენ არ გვყავს არც ერთი რეზერვისტი, რომელიც ქრთამს იხდიდა ამ სამედიცინო ცნობაში. ეს უკვე საკმაოდ შემაშფოთებელი ფაქტია და არის უკვე იმის საშიშროება, რომ სამხედრო პოლიცია, ფაქტობრივად, უკვე პარალელური პოლიციური ორგანოა, ოღონდ თავდაცვის სამინისტროში არსებული.“
თუმცა არც თავდაცვის, არც შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროებს და არც ნაციონალურ ტელეარხებს არ უცდიათ იმის გარკვევა, აძლევს თუ არა კანონი სამხედრო პოლიციას სამძებრო-ოპერატიული ღონისძიების გატარების უფლებას სამოქალაქო სტრუქტურებში, თუ ეს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა. თუმცა თავად საქართველოს სამხედრო უწყება სამხედრო პოლიციის უფლებამოსილების საკითხს ეჭვქვეშ არ აყენებს.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი გააგრძელებს მკაცრ კონტროლს სარეზერვო სამსახურში მოქალაქეების გაწვევაზე“, - ასეთი მკაცრი ტონით მთავრდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 25 მარტს გავრცელებული განცხადება ექიმების დაკავების ფაქტზე.
ფაქტობრივად, სამხედრო პოლიციამ მოახდინა პროვოცირება ამ ექიმებისა, რომ წამოსულიყვნენ ქრთამის აღებაზე. და, ფაქტობრივად, დღეს ჩვენ არ გვყავს არც ერთი რეზერვისტი, რომელიც ქრთამს იხდიდა ამ სამედიცინო ცნობაში...
11 მარტს ჩეხეთში ისეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, რომლის მსგავსიც აქ 1968 წლის შემდეგ არ მომხდარა. ნიღბიანი შეიარაღებული სამხედრო პოლიციელები შეიჭრნენ ჩეხეთის სახელმწიფო ტელევიზიის შენობაში, ჩაატარეს ჩხრეკა და ამოიღეს გარკვეული დოკუმენტები და კომპიუტერული მონაცემები. როგორც ჩეხური მედია წერდა, სამხედრო პოლიციის მოულოდნელი რეიდის მიზანი იყო იმ მოხსენების მოძებნა და ამოღება, რომელიც 2007 წელს ჩეხეთის სამხედრო დაზვერვაში მომხდარი მსხვილი საკადრო ცვლილების მიზეზი გახდა. თუკი იმხანად მოხსენების გაჟონვამ სამხედრო დაზვერვის შეფი მიროსლავ კრაიჩეკი გადაიყოლა, 11 მარტის რეიდის გამო თანამდებობის დატოვება მოუხდა სამხედრო პოლიციის უფროსს, ბრიგადის გენერალს ვლადიმერ ლოჟეკს.
თავისუფალი მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლის გამო, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა ალექსანდრ ვონდრამ დანიშნა საფუძვლიანი გამოძიება, რასაც, როგორც ჩეხეთის მედია წერს, აუცილებლად მოჰყვება სამხედრო პოლიციის რეორგანიზაცია და მისი ფუნქციების მკაცრ ჩარჩოებში მოქცევა. გამოძიების პროცესს კი თვალს მიადევნებს ჩეხეთის მედია და არასამთავრობო სექტორი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩეხეთის სამხედრო პოლიციის თავაშვებულმა ქმედებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩეხეთის რესპუბლიკაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობა.
ახლა გადავინაცვლოთ საქართველოში. იქ შესაძლოა ბევრმა ჟურნალისტმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა არც კი იცოდეს, რომ სამხედრო პოლიცია არსებობს. ამის მიზეზი ისაა, რომ ეს სტრუქტურა ოპერატიულ ღონისძიებებს დახურულ სივრცეში - სამხედრო ნაწილებსა და თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ ობიექტებში - ატარებს, უზრუნველყოფს სამხედრო კოლონების გადაადგილებას და იცავს სამხედრო ობიექტებს. თუმცა 25 მარტს სამხედრო პოლიციამ პირველად ჩაატარა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება სამოქალაქო სივრცეში და ნაციონალური ტელეარხების საშუალებით საზოგადოებას პოლიკლინიკების 9 ხელმრუდი სამედიცინო მუშაკის დაკავება ამცნო.
რაც შეეხება დაკავების ფაქტს, კანონში არ წერია, აქვს თუ არა სამხედრო პოლიციას უფლება განახორციელოს ისეთი სპეცოპერაცია, რაც პოლიკლინიკებში განხორციელდა 25 მარტს...
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ოპერატიული მასალა და იმ დაკავებული ექიმების ვინაობა, ყალბ დიაგნოზს რომ უსვამდნენ მოქალაქეებს, რომლებსაც გაყალბებული სამედიცინო ცნობები სამხედრო გასაწვევ პუნქტებზე მიჰქონდათ სამხედრო რეზერვიდან გადავადების მისაღებად.
სამხედრო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ ექიმებს ბრალი წაეყენათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 221-ე მუხლებით. აღნიშნული მუხლები გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებას და გასაღებას და კომერციულ მოსყიდვას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.
ნებისმიერი სახის დანაშაულის გამოვლენა და აღკვეთა სამართალდამცველი ორგანოების პირდაპირი მოვალეობაა. თუმცა სამხედრო პოლიციის მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების გატარებამ სამოქალაქო ობიექტებში აღძრა კითხვა, თუ რამდენად აძლევს სამხედრო პოლიციას ამგვარი ზომების განხორციელების უფლებას კანონმდებლობა. თეონა აქუბარდიამ, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამხედრო-სამოქალაქო საბჭოს“ წევრმა, კანონსა და რეალობას შორის რამდენიმე შეუსაბამობას მიაგნო:
„დღეს ჩვენ გვაქვს პარალელური საპოლიციო სტრუქტურა თავდაცვის სამინისტროში. იმ კანონით, რითიც დღეს ხელმძღვანელობს თავდაცვის უწყება, ნებისმიერი საქმე, თუ რაიმე ოდნავი შეხება შეიძლება მას ჰქონდეს სამხედრო უწყებასთან, იქნება ეს სუფთა სამხედრო დანაშაულის გამოძიება თუ თუნდაც ფინანსური პრობლემა, კანონი ცალსახად აძლევს იმის შესაძლებლობას სამხედრო პოლიციას, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება აწარმოოს. მაგრამ რაც შეეხება დაკავების ფაქტს, კანონში არ წერია, აქვს თუ არა სამხედრო პოლიციას უფლება განახორციელოს ისეთი სპეცოპერაცია, რაც პოლიკლინიკებში განხორციელდა 25 მარტს."
თეონა აქუბარდია ფიქრობს, რომ საჭიროა მკაცრად რეგლამენტირებული იქნეს სამხედრო პოლიციის უფლებამოსილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა სამძებრო-ოპერატიული მოქმედების განსახორციელებლად სამხედრო პოლიცია შევიდეს იმ კერძო სტრუქტურებშიც, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით სხვადასხვა სახის მომსახურებას ასრულებენ:
„ფაქტობრივად, სამხედრო პოლიციამ მოახდინა პროვოცირება ამ ექიმებისა, რომ წამოსულიყვნენ ქრთამის აღებაზე. და, ფაქტობრივად, დღეს ჩვენ არ გვყავს არც ერთი რეზერვისტი, რომელიც ქრთამს იხდიდა ამ სამედიცინო ცნობაში. ეს უკვე საკმაოდ შემაშფოთებელი ფაქტია და არის უკვე იმის საშიშროება, რომ სამხედრო პოლიცია, ფაქტობრივად, უკვე პარალელური პოლიციური ორგანოა, ოღონდ თავდაცვის სამინისტროში არსებული.“
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი გააგრძელებს მკაცრ კონტროლს სარეზერვო სამსახურში მოქალაქეების გაწვევაზე...