Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ ლიბიელმა მეამბოხეებმა დატოვეს სტრატეგიული ქალაქი


გავრცელებული ცნობებით, ლიბიის მეამბოხეებმა დატოვეს სტრატეგიული მნიშვნელობის, ნავთობტერმინალის მქონე ქალაქი ბრეგა, ინტენსიური შეტაკებების შედეგად. მანამდე საპირისპირო ცნობა ვრცელდებოდა - რომ მეამბოხეები მუამარ კადაფის ერთგულ ძალებთან ბრძოლაში პოზიციებს იმყარებდნენ. სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება, რომ კადაფის ძალების მხრიდან მოულოდნელმა შეტევამ 300-400 მეამბოხე აიძულა ბრეგა დაეტოვებინა - თუმცა ქალაქის მიმართულებით მეამბოხეთა ძალები კვლავ მოძრაობენ. ბრეგას თავზე ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის თვითმფრინავების ხმა ისმის. მეამბოხეების განცხადებით, წუხელ კვლავ განხორციელდა დასავლეთის კოალიციის საჰაერო დარტყმები კადაფის ძალებზე. მეამბოხეები კვლავ აქტიურად გამოდიან ნატოს ხელმძღვანელობით მიმდინარე საჰაერო კამპანიის მხარდასაჭერად - იმის მიუხედავად, რომ, მათივე თქმით, პარასკევს მიტანილმა საჰაერო იერიშმა მათი რიგებიდან 13 მებრძოლი იმსხვეპლა. ნატო აცხადებს, რომ იძიებს ინციდენტს.
XS
SM
MD
LG