Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფი გამოსავალს ეძებს


საბერძნეთი აცხადებს, რომ ლიბიის მმართველი მუამარ კადაფის მთავრობა როგორც ჩანს ეძებს გამოსავალს იმ ვითარებიდან, როდესაც მემაბოხეთა ძალები აგრძელებენ ბრძოლას კადაფის რეჟიმის დასრულებამდე. ამასთან ნატოს თხოვნის პასუხად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თანხმობა განაცხადა, რათა განაგრძოს იერიშები კადაფის სტრატეგიულ სამიზნეებზე მთელი დღის განმავლობაში. თუმცა, მანამდე გამოცხადდა, რომ ამერიკული სარდლობა საბრძოლო თვითმფრინავებისა და ანტისაჰაერო „ტომოჰავკების“ გაყვანას აპირებდა საავიაციო კამპანიის შემადგენლობიდან. კვირას კადაფის წარგზავნილმა აბდელათი ალ ობეიდიმ ათენში მოლაპარაკება გამართა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ გეორგ პაპანდრეუსთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საბერძენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრის დროუტსასმა კი განაცხადა, რომ კადაფის რეჟიმი „გამოსავალს ეძებსო.“ თუმცა სხვა დეტალები ამდრომდე უცნობია.
XS
SM
MD
LG