Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა და კარზაი ყურანის დაწვის ფაქტს მკაცრად აკრიტიკებენ


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ მკაცრად გააკრიტიკეს ამერიკელი ფუნდამენტალისტი პასტორის მიერ ყურანის დაწვის ფაქტი და დაგმეს ის სისხლიანი ძალადობა, რომელიც ამ ინციდენტს ავღანეთში მოჰყვა. პრეზიდენტები ამ განცხადებებით ოთხსაათიანი ვიდეოხიდის დროს გამოვიდნენ. თეთრი სახლის განცხადებით, კარზაიმ და ობამამ სხვა საკითხებზეც ისაუბრეს - მათ შორის ავღანეთში უსაფრთხოების საკითხების აშშ-ის და ნატოს მხრიდან თანდათან ავღანელებისთვის გადაბარებაზე. ქრისტიანმა ფუნდამენტალისტმა პასტორმა ყურანის ასლი ფლორიდაში 20 მარტს დაწვა. ამას ავღანეთში ძალადობის ტალღა მოჰყვა, რასაც ოცამდე ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG