Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში პოლიციის კომპლექსზე იერიში მიიტანეს


ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმკვლელი მოიერიშეები და შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს სამხრეთის ქალაქ ყანდაარში პოლიციის კომპლექსს. თავდამსხმელთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. როგორც იუწყებიან, შეტევას ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ექვსი წევრი ემსხვერპლა. ავღანეთის ჯარის დასახმარებლად აშშ-ის ვერტმფრენები და დაჯავშნული მანქანები გაგზავნეს. შეტევაზე - რომელიც, როგორც ამბობენ, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა - პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.
XS
SM
MD
LG