Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა სმოლენსკის ტრაგედიის წლისთავზე პოლონელები განარისხა


პოლონეთში აღნიშნავენ წლისთავს რუსეთის სმოლონსკში მომხდარი საავიაციო კატასტროფისა, რომლის დროსაც პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მასთან ერთად კიდევ 95 მაღალი რანგის სამხედრო, სამოქალაქო და სასულიერო პირი დაიღუპა. სამგლოვიარო ცერემონიას პოლონეთში ახლავს კამათი რუსეთის გადაწყვეტილების გამო, რასაც სმოლენსკში ტრაგედიის ადგილზე მემორიალური წარწერის შინიაარსის შეცვლა მოჰყვა. თავდაპირველად მემორიალურ დაფაზე აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტი ლეხ კაჩნინსკი და 95 მაღალი თანადებობის პოლონელი დაიღუპნენ მაშინ, როდესაც მიემგზავრებოდნენ კატინში, მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა საიდუმლო პოლიციის მიერ მოკლული 22 ათასი პოლონელი ოფიცრის ხსოვნის პატივსაცემად. თუმცა, მემორიალურ დაფის ახალ წარწერაზე აღარ არის ნახსენები კატინი. სმოლენსკის ხელისუფელმა სერგეი ანტიპიევმა ამ ცვლილებას საფუძვლიანი უწოდა და განაცხადა, რომ ეს ადგილი არის ის, „სადაც ჩვენ თვითმფრინავის კატასტროფის მსხვერპლს ვგლოვობთ“ და „არა ის ადგილი, სადაც კატინში, „პოლონელთა ტრაგედიას გლოვობენო.“
XS
SM
MD
LG