Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასეულობით ეგვიპტელი აგრძელებს პროტესტს ტაჰრირის მოედანზე


კაიროს ტაჰრირის მოედანზე ასობით ადამიანი აგრძელებს გამოსვლებს ეგვიპტის არმიის ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნით, მიუხედავად ქვეყნის სამხედრო სარდლობის ძალისხმევისა, აღეკვეთა პროტესტი. დემონსტრანტები მოითხოვენ გადადგომას მარშალ მოჰამედ ჰუსეინ ტანტავისა, რომელიც თავდაცვის მინისტრი და ეგვიპტის მმართველი სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელია. საპროტესტო გამოსვლები კაიროს ცენტრში პარასკევს დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრანტები მოითხოვდნენ სასამართლოში მიეცათ ქვეყნის ყოფილი პრეზდენტი ხოსნი მუბარაკი და მისი გარემოცვა. თუმცა, მას შემდეგ რაც სამხედროები შეეცადნენ ძალის გამოყენებით გაეთავისუფლებინათ ტაჰრირის მოედანი, მოთხოვნები შეიცვალა. შაბათს ტაჰრირის მეოდანზე მომხდარ შეტაკებაში ერთი ადამინი დაიღუპა და 70 დაიჭრა.
XS
SM
MD
LG