Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუნისეფი: ლიბიის ქალაქში სულ მცირე 20 ბავშვი დახოცეს


გაეროს ბავშვთა სააგენტოს განცხადებით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში მიმდინარე შეტაკებებისას ლიბიის ქალაქ მისურატაში სულ მცირე 20 ბავშვი დახოცეს. ლიბიის ამ სიდიდით მესამე ქალაქს მუამარ კადაფის ძალები უტევენ - თუმცა მეამბოხეები ახერხებენ ქალაქზე კონტროლის შენარჩუნებას. იუნისეფმა დღეს ჟენევაში განაცხადა, რომ დაღუპული ბავშვების უმრავლესობა 10 წელზე ნაკლების იყო, ერთ-ერთი კი 9 თვის ჩვილია. იუნისეფის ცნობით, ბავშვები ჭურვების ნამსხვევებმა და სნაიპერების ტყვიებმა იმსხვერპლა. იუნისეფი აცხადებს, რომ მისურატაში მცხოვრები ათი ათასობით ბავშვი საფრთხის ქვეშაა, საკვების და სასმელი წყლის ნაკლებობის გამო.
XS
SM
MD
LG