Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში ნატოს შეხვედრაზე საქართველოს გარშემოც იმსჯელეს


ნატოს 28 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები ბერლინში არიან შეკრებილი და დღეს, ალიანსის აღმოსავლელ პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოს, რუსეთსა და უკრაინასთან თანამშრომლობაზე მსჯელობენ. ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატოს-საქართველოს კომისიის სხდომის გახნისას თქვა: „მსჯელობისას არა მხოლოდ მიღწეულზე ვისაუბრებთ, დავგეგმავთ მომავალსაც, განვსაზღვრავთ მიმართულებას და გავარკვევთ პრიორიტეტებს, სად უნდა ვითანამშრომლოთ მომავალში, მათ შორისაა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების აღიარება“.
ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე დღეს ბერლინში რუსეთის საგარეო საქამეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩადის.
შეხვედრის პირველ დღეს, ხუთშაბათს, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლიბიაში ალიანსის სამხედრო ოპერაციაზე და ავღანეთის უშიშროების ძალებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დაგეგმილ გადაცემაში წინსვლის გარშემო იმსჯელეს.
XS
SM
MD
LG