Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელი ჯვარი მისურატადან ხალხის ევაკუაციას ახდენს


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აცხადებს, რომ 618 ადამიანს დაეხმარა ლიბიის საპორტო ქალაქ მისურატას დატოვებაში, იმ ფონზე, როდესაც ქალაქში ბრძოლა მწვავდება. ამასთან, წითელი ჯვარი აცხადებს, რომ მისურატაში კიდევ ერთ გემს გზავნის, რომელიც დანიშნულების ადგილას ოთხშაბათს ჩააღწევს და ჩაიტანს მედიკამენტებს, ჰიგიენის საშუალებებს, საკვებ პროდუქტებს და 8,000 ლიტრ სასმელ წყალს. დღესვე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მისურატადან 1000-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა - თუმცა დასძინა, რომ დახმარების მოლოდინში რჩება სულ მცირე 4,000 ადამიანი. პარალელურად, ლიბიის მეამბოხეები აცხადებენ, რომ პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარეს მისურატას ტრიპოლის ქუჩაზე - რომელიც ინტენსიური ბრძოლის სამიზნე იყო. მეამბოხეების ამ განცხადებამდე ბრძოლა რამდენიმე საათის განმავალობაში მიმდინარეობდა. არიან დაღუპულები და დაჭრილები.
XS
SM
MD
LG