საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მიმდინარე პროცესში ცალკეულ პოლიტიკურ ძალას საკუთარი დღის წესრიგი აქვს, იქნება ეს პროცესში ჩართული თუ მის გარეთ მდგომი პროცესის მიმართ ნიჰილისტურად განწყობილი პარტია. საზოგადოების ერთმა ნაწილმა ”ქართული აკადემიის” ინიციატივით გადაწყვიტა შეკრება და თავისი პოზიციის გამოხატვა. რა შეიძლება იყოს შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში საზოგადოების დღის წესრიგი? ამ თემაზე სასაუბროდ ნინო გელაშვილმა მიიწვია 19 აპრილის შეხვედრის ორი მონაწილე ”ქართული აკადემიის” წარმომადგენელი - თემურ ნანეიშვილი და გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის წარმომადგენელი - გია ვოლსკი.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1