Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებამ 3 პოლიციელი იმსხვერპლა


ავღანეთის აღმოსავლეთში მდებარე ნანგარარის პროვინციის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბომბის აფეთქებამ სამი პოლიციელი იმსხვერპლა. დაჭრილია ექვსი. ბომბი პოლიციის მინიავტობუსზე იყო დამონტაჟებული, რომლითაც პოლიციელები საწვრთნელი ცენტრისკენ მიემგზავრებოდნენ. მეამბოხეები სულ უფრო ხშირად ესხმიან თავს ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს მას შემდეგ, რაც ავღანეთის რვა - შედარებით დაცული რეგიონიდან საერთაშორისო ძალების ნაწილის გაყვანა დაიგეგმა. საერთაშორისო ძალები ავღანეთს სრულად 2014 წელს დატოვებენ.
XS
SM
MD
LG