Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედამიწის დღე და ”მწვანე ავტომობილები”


تصویری تاریخی از شروع محاصره.یک  سرباز بوسنیایی مشغول هدف گیری برای پاسخ دادن به یک تفنگدار صرب استکه به سوی جمع تظاهرکنندگان شلیک کرد. ششم آوریل ۱۹۹۲
تصویری تاریخی از شروع محاصره.یک  سرباز بوسنیایی مشغول هدف گیری برای پاسخ دادن به یک تفنگدار صرب استکه به سوی جمع تظاهرکنندگان شلیک کرد. ششم آوریل ۱۹۹۲
დედამიწის დღე წვიმიან და ქარიან თბილისში წელს 22-ედ აღნიშნეს. ღონისძიებათა ნაწილი უამინდობის გამო ჩაიშალა, ვარდების მოედანზე ორგანიზაცია CENN-მა (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) და ფონდმა ”პარტინიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” აქცია გამართეს. აქციაზე რამდენიმე ფირმის ის ავტომობილები გამოფინეს, რომლებიც ნაკლებ საწვავს მოიხმარს და, შესაბამისად, გარემოს ნაკლებად აბინძურებს.
გვყავს ავტომობილები, რომლებიც არის ევრო 5-ის სტანდარტი, რაც იმას გულისხმობს, რომ ნაკლებ ბენზინს მოიხმარს და, შესაბამისად, ჰაერის დაბინძურებაც შემცირებულია...

ვარდების მოედანზე - მწვანე ბუშტებით გაფორმებული სცენის გარშემო - 30-მდე მწვანე საწვიმარ ლაბადაში გამოწყობილი ადამიანი იყო შეკრებილი. წვიმა ასველებდა შინდისფერი ხავერდის ლენტით შემოსაზღვრულ ე.წ. საგამოფენო სივრცეში განლაგებულ ავტომობილებსაც. ეს ავტომობილები, როგორც შემდეგ გაირკვა, ნაკლებ საწვავს მოიხმარს და გარემოსაც მინიმალურ ზიანს აყენებს. მაგალითად, შპს აუტოჰაუზის გაყიდვების მენეჯერი ქეთევან ხუნწარია გვეუბნება, რომ მათი კომპანია Chevrolet- ისა და opel-ის ფირმის ავტომობილების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და 2011 წლის ბოლოსთვის ელექტრომობილებსაც შემოიყვანს, მანამდე კი მყიდველს „ოპელის“ ფირმის ეკონომიკური წვის რეჟიმის ავტომობილებს სთავაზობს:

”გვყავს ავტომობილები, რომლებიც არის ევრო 5-ის სტანდარტი, რაც იმას გულისხმობს, რომ ნაკლებ ბენზინს მოიხმარს და, შესაბამისად, ჰაერის დაბინძურებაც შემცირებულია.”

დედამიწის დღის აღსანიშნავად გამართულ აქციაზე მთავარი აქცენტი სწორედ ე.წ ეკოლოგიურ ავტომობილებზე გაკეთდა, ასევე ისეთ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელიც საწვავს საერთოდ არ საჭიროებს, მაგალითად, ველოსიპედზე. ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ნადირაძემ ველოსიპედის სიკეთეზე ისაუბრა:
თბილისი მერების კონვენტსაა შეერთებული, რაც ასევე ენერგიის დაზოგვას გულისხმობს 2020 წლამდე; გვაქვს ასევე გეგმა, რომ წავახალისოთ ახალი მშენებლობები, სადაც ეკოლოგიურ კომპონენტებს უფრო აქტიურად გამოიყენებენ ...

”ამერიკის მოსახლეობის მთლიანი შემადგენლობა რომ გადაჯდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ველოსიპედზე, მთელ მსოფლიოში ატმოსფერო 30%-ით გასუფთავდება - აი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ველოსიპედს და მის მოხმარებას.”

ბესიკ ნადირაძის ამგვარი პათოსი, როგორც ჩანს, წვიმინ ამინდში ცოტათი განელდა და ველოსპორტსმენებსაც გადაედოთ, რადგან ველოსპორტის ფედერაციას დღეს უამინდობის გამო აქცია ჩაეშალა. ბესიკ ნადირაძემ გვითხრა, სპორტსმენები, რომლებსაც თბილისის ქუჩებში ველოსიპედით უნდა ჩაევლოთ, წვიმაში დასველდნენ და აქცია აღარ შედგაო.

CENN-ის, ანუ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მიერ მოწყობილ აქციაზე თბილისის მერი გიგი უგულავაც გამოჩნდა, რომელმაც თქვა, არის მოსაზრება, რომლის თანახმადაც კლიმატის ცვლილებები მეცნიერების გამოგონილი მითია, რომ საზოგადოებამ პოლიტიკოსებზე მეტი გავლენა მოახდინოსო, თუმცა, ამის მიუხედავად, იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელთა პოპულარიზაციასაც მთავრობა აპირებს დედამიწის საკეთილდღეოდ:

”ამხანაგობებში გვინდა, რომ ელექტროდაზოგვის კომპონენტი შემოვიტანოთ, რომ კორპუსებში მცხოვრებლებმა ნაკლები გადაიხადონ და, შესაბამისად, დაიზოგოს ელექტროენერგია. იცით, რომ თბილისი მერების კონვენტსაა შეერთებული, რაც ასევე ენერგიის დაზოგვას გულისხმობს 2020 წლამდე; გვაქვს ასევე გეგმა, რომ წავახალისოთ ახალი მშენებლობები, სადაც ეკოლოგიურ კომპონენტებს უფრო აქტიურად გამოიყენებენ, თუმცა გეგმები ერთია, მაგრამ ამ ყველაფრის პოპულარიზაცია თუ არ მოხდა, ეს ყველაფერი წყალში გადაიყრება.”

CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია წვიმისგან თავს მწვანე ლაბადასთან ერთად ქოლგითაც იცავდა. ქოლგაზე დედამიწის მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა იყო გამოსახული - წიწვოვანი მცენარეები, ციყვები და სხვ. ნანა ჯანაშიამ გვითხრა, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, გარემოსდაცვითი ცნობიერება საკმაოდ დაბალია:

”გარემოსდაცვითი ცნობიერება ძალიან დაბალია მთელ საზოგადოებაში და საზოგადოებაში მე ვგულისხმობ როგორც მოქალაქეებს, ასევე მთავრობას და პარლამენტს. ეს ცნობიერება ძალიან დაბალია და არ ხდება ისეთი საკითხების დაკავშირება, რომ, მაგალითად, გარემოს დაბინძურება ან დეგრადაცია როგორ მოქმედებს ჯანმრთელობაზე ან სიღარიბეზე, როდესაც ხდება კლიმატის ცვლილება და მისი გამოვლინებები არის ბუნებრივ კატასტროფებში, სეზონების წანაცვლებაში და ეს ყველაზე მეტად ურტყამს მოუმზადებელ ქვეყნებს, როგორიც, მაგალითად, საქართველოა, და მოუმზადებელ, მოწყლვად სოციალურ ჯგუფებს.”

”მწვანე ავტომობილები”
იმისათვის, რომ მოზარდებში ჩვენი მრავალფეროვანი პლანეტის მიმართ მზრუნველობა გააღვიძოს, CENN-მა სკოლებში კონკურსი ჩაატარა. მოსწავლეები საკუთარ ხედვაზე წერდნენ. ხელვაჩაურის სოფელ ჭარნალის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ, მინდია მალაყმაძემ გვითხრა, რომ თემა თავისი სოფლის მდინარის დაცვაზე დაწერა:

”მე მეწერა ჩემი სოფლის მდინარის ეკოლოგიურ პრობლემებზე, ანუ მის დაბინძურებაზე, სანაპირო ზოლის გასწვრივ ხეების და მცენარეების გაჩეხაზე და მოვუწოდებდი, რომ გასუფთავდეს მდინარე, დაირგას მის გასწვრივ ხე-მცენარეები და ა.შ.”

ქუჩაში რიგით გამვლელებს რადიო თავისუფლებამ ჰკითხა, საკმარისად უფრთხილდებიან ისინი დედამიწას თუ არა. უმრავლესობამ გვიპასუხა, რომ საკმარისად არა, მაგრამ ცოტას მაინც ცდილობენ:

”არ დავაბინძუროთ გარემო ცელოფნებით, პოლიეთილენის პარკებით, მოვუფრთხილდეთ წყალს. მერე რა, რომ საქართველოში ბევრი წყალი გვაქვს, ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული.”

”შეძლებისდაგვარად ვცდილობ გავუფრთხილდე გარემოს - არ ვეწევი, მაგალითად, ავტომანქანით არ ვსარგებლობ.“

დედამიწის დღესთან დაკავშირებული აქციის მონაწილეებმა უამინდობის გამო აქციის ხანგრძლივობა 2 საათით შეამცირეს და დაამთავრეს იმით, რომ ცაში საქართველოს დროშაშებმული ბუშტები გაუშვეს, რომლებმაც ცამდე ვერ ააღწიეს და ვარდების მოედნის მოსაზღვრე ქუჩისკენ ქნეს პირი.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG