Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამთავრობო ჯარები მისრათიდან გადიან


ლიბიის მთავრობის მომხრე ჯარისკაცების თქმით, მათ პარასკევს მიიღეს ბრძანება, რათა გავიდნენ მისრათიდან, რომელიც სამთავრობო ჯარებს ორი თვეა ალყაში ჰყავთ. აღნიშნული ინფორმაცია "როიტერის" სააგენტოს მიაწოდა დაჭრილმა ჯარისკაცმა, რომელიც ლიბიელმა მეამბოხეებმა ტყვედ მაშინ აიყვანეს, როდესაც მისი სამხედრო დანაყოფი მისრათას ტოვებდა. აღნიშნული ინფორმაციის პარალელურად, ვრცელდება ცნობა, რომ ნატოს ავიაციამ შეტევა განახორციელა მუამარ კადაფის სამხედრო შტაბზე ტრიპოლის ცენტრში. ლიბიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მუსა იბრაჰიმმა განაცხადა, რომ საავიაციო დაბომბვის დროს სამი ადამიანი დაიღუპა. ნატო განმარტებებს არ აკეთებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერები აცხადებენ, რომ კამპანიის დაწყებიდან მეორე თვეს ისინი არ აპირებენ საავიაციო იერიშების შეწყვეტას, ვიდრე კადაფი არ ჩამოშორდება ხელისუფლებას.
XS
SM
MD
LG