Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამთავრობო ძალები აგრძელებენ მისრათის დაბომბვას


აჯანყებულები და თვითმხილველები იუწყებიან, რომ ლიბიის სამთავრობო ჯარები რაკეტებს კვლავ უშენდნენ ქალაქ მისრათის შემოგარენს. დღის პირველ ნახევარში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მუამარ კადაფის ლოიალისტურმა ძალებმა უკან დაიხიეს და შეწყვიტეს შეტევითი ოპერაცია. მისრათა ერთადერთი დიდი ქალაქი ლიბიის დასავლეთში, რომელსაც მეტწილად მემაბოხეები აკონტროლებენ. ქალაქზე ორი თვის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი შეტევების შედეგად, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისინფორმაციით 1000-მდე ადამიანი დაიღუპა. იტალიის საგარეო საქმეთ მინისტრმა ფრანკო ფრატონიმ დღს განაცხადა, რომ მალე ჩავა მემაბოხეთა მთავარ ქლაქ ბენღაზიში ოპოზიციის ლიდერებთან კონსულტაციების გასამართავად.
XS
SM
MD
LG