Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა ვაჩეიშვილი: აბასთუმნის სარეაბილიტაციო საყრდენი გეგმა მზადაა


აბასთუმნის რეაბილიტაციის პროექტი
აბასთუმნის რეაბილიტაციის პროექტი
ბენარის ბეგის, ფეიზუა ხანის სასახლე, სანატორიუმი “ვარძია”, საცხოვრებელი სახლები, ძველი ნაგებობები და რომანოვების სასახლე – კურორტ აბასთუმანში არსებული ეს ისტორიული შენობები, პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, პირვანდელ სახეს 3 წელიწადში დაიბრუნებს. რეაბილიტაციის გეგმის განსახორციელებლად საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია. საქართველოს ხელისუფლება უნიკალური კლიმატისა და მინერალური წყლების მქონე აბასთუმნის ევროპული დონის კურორტად ქცევას 3 წელიწადში აპირებს.
მე-20 საუკუნის დასაწყისში დაპროექტებული კურორტ აბასთუმნის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, 2013 წლის გაზაფხულზე დაიწყება. დაბის ძირითადი ნაწილი პირვანდელი სახით შენარჩუნებულია, კურორტი გერმანელმა არქიტექტორებმა დააპროექტეს და ისტორიულ შენობებს სწორედ ამის მიხედვით აღადგენენ. საქართველოს ერთ-ერთ უნიკალურ კურორტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება, - აცხადებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ვაჩეიშვილი.

აბასთუმანი
აბასთუმანი
აბასთუმანი საქართველოს მთავარი ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივებთან შეხვედრისას განაცხადა. მიხეილ სააკაშვილმა აბასთუმნელების რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ილაპარაკა. აბასთუმნის რეაბილიტაციას ადგილობრივები მოუთმენლად ელოდებიან.

აბასთუმნის რეაბილიტაციის გეგმაში, სავარაუდოდ, გადამწვარი დედათა მონასტრისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებაც შედის. აბასთუმნის რეაბილიტაცია 2015 წლამდე უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG