Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიცვლება თუ არა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტატუსი?


ბათუმი
ბათუმი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილს ადგილობრივი ტელევიზიისა და რადიოს სტატუსის შეცვლა სურს. ინიციატივა, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენელს ეკუთვნის, მიზნად ისახავს ამ მედიასაშუალებისთვის რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსის მინიჭებას და მის დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან. აჭარის ტელევიზია და რადიო რეგიონული ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა 2013 წლამდეც, როცა მას ადგილობრივი მთავრობის საქვეუწყებო დეპარტამენტის სტატუსი ჰქონდა. საქართველოს კანონმდებლობაში 2013 წელს შეტანილი ცვლილებებით, მედიასაშუალებას ეწოდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო და მას ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტი აფინანსებს.

გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG