Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს


თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმეტ და
თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმეტ და

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ გააკეთა განცხადება პოსტიდან გადადგომის შესახებ. ამ ნაბიჯის ფონს ქმნის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან უთანხმოება ქურთი ექსტრემისტების საკითხზე. დავუთოღლუს ნათქვამი აქვს, რომ შესაძლებლად მიაჩნია სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ქურთებთან სამშვიდობო პროცესის განახლება. მაშინ, როცა ერდოანი სამხედრო კამპანიის გაგრძელებას ემხრობა. ერდოანი მოითხოვს ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებს პრეზიდენტის ძალაუფლების გასაზრდელად. თურქეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომა ძალაში არ შევა 22 მაისამდე, როცა მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ ჩაატარებს საგანგებოდ დანიშნულ ყრილობას პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დავუთოღლუს შესაცვლელად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG