ნინოს, ნინოს, მარის, მარის, თამარს, ლუკას და ბესოს ამინდმა გაუმართლა. უფრო ზუსტად, მართალია, მათ, ისევე როგორც ყველა ბავშვს, ახალ წელს თოვლი ურჩევნიათ, მაგრამ, როცა უსახლკაროთა კარავში ცხოვრობ, როცა ღუმელს მკაცრად გამოზოგილი შეშით ათბობ, ალბათ, ჯობია მზიანი ზამთარი იყოს. მერე რა, რომ ახალ წელს თოვლი უხდება. ახალ წელს თოვლის ბაბუაც უხდება, ზანზალაკების წკარუნი, ბედნიერად მომზირალი მშობლები და სასწაულის მომლოდინე ბავშვები.
ნინო, ნინო, დიდი მარი, თამარი და ბესო წრეში ბურთს თამაშობენ. პატარა მარი ქვიშით გატენილ ტომარაზე, კარვის წინ ზის და ფეხსაცმელს იცვამს. მე და ფოტოგრაფს ყურადღებას არ გვაქცევენ. უკვე მიეჩვივნენ ფოტოაპარატიან, კამერიან და მიკროფონიან ჟურნალისტებს, რომლებიც ხშირ-ხშირად მიდიან მოსკოვის გამზირზე გაშლილ კარვებთან, იღებენ ფოტოებს, აკეთებენ რეპორტაჟებს და რედაქციებში ბრუნდებიან. კარვის წინ პატარა გუბე დგას. ბურთი, რომელიც საზამთროს ჰგავს, სწორედ ამ გუბეში ვარდება. ნინოს სულაც არ ადარდებს ეს ამბავი. ტალახიან ბურთს მაშინვე სტაცებს ხელს და გამეტებით ისვრის თამარის მისამართით. ადვილი არ არის 9 წლის კაფანდარა ნინოსთვის 12 წლის თამარის გაჭრა:
ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი...ყველა გავჭერი...
ხაკისფერი კარვებით გარშემორტყმულს, თავი სამხედრო ბანაკში მგონია. ამ შეგრძნებას მხოლოდ ის აქარწყლებს, რომ ჩემ გარშემო შვიდი ბავშვი დარბის და ბურთით თამაშობს. მოსკოვის გამზირზე უსახლკაროთა გამოსაზამთრებლად კარვები 12 დეკემბერს დაიდგა. დღეს იქ 18 კარავია, სადაც ღამეს 200-მდე მიუსაფარი ადამიანი ათევს. მათ შორის - შვიდი ბავში. გარშემორტყმულს ხაკისფერი კარვებით, საიდანაც კვამლი ამოდის, ხველის ხმა და ჭურჭლის ყრუ წკარუნი ისმის, რაღაცნაირად უხერხულადაც კი მეჩვენება ახალ წელზე, საახალწლო მოლოდინებსა და ოცნებებზე ლაპარაკი. მაგრამ ნინო, ნინო, მარი, მარი, თამარი, ლუკა და ბესო ახალ წელს ერთ დიდ კარავში ელოდებიან. ნაძვის ხეც აქვთ და საახალწლო ოცნებებიც. ძნელი გამოსაცნობი არ არის, 12 წლის ნინო რაზე ოცნებობს. კარვებში გატარებულ დღეებს ითვლის:
“ჩემი ყველაზე დიდი ოცნება სახლია. მეთვრამეტე დღეა აქ ვცხოვრობ დედასთან, მამასთან და უმცროს დასთან ერთად“.
ჯადოსნური წუთები დგება. ნინო და მარი კარვის შესასვლელს საზეიმოდ ხსნიან, ლუკა და ბესო კარავში შერბიან, ორსართულიან რკინის საწოლებს შუა ჩამდგარ წვიმებით და ბურთებით მორთულ პატარა ნაძვის ხეს სიამაყით მათვალიერებინებენ:
„აი, ეს არის ჩვენი ნაძვის ხე. ეს „იგრუშკები“ აქ მოგვცეს. ეს „იგრუშკა“ დილით მოგვცეს. ჩვენ მოვრთეთ. მოვრთეთ აქაურობა და ახალ წელს ვიმღერებთ“.
ესეც ლუკას და პატარა მარის ოცნებები! ხუთ და-ძმას შორის ისინი ყველაზე პატარები არიან. მარი რკინის საწოლის მეორე სართულზე აძრომას ცდილობს. იქ უფროსი დის თოჯინა ეგულება:
მე თოფი მინდა და კიდევ მატარებელი...
მე თოჯინა მინდა...
ლუკას და მარის ძმას, ბესოს, რომელსაც ჯანმრთელობის და, მათ შორის, მხედველობის პრობლემა აქვს, საახალწლოდ სათამაშო მანქანა და კიდევ ერთი სურვილი აქვს:
მე მინდა დიდი გავიზარდო.
ბავშვებისთვის უჩვეულო ნებისყოფა აქვთ კარავში მცხოვრებ გოგოებს. საახალწლოდ ნაჩუქარი, ვარდისფერ ყუთში შეფუთული თოჯინები ხელუხლებლად უწყვიათ ნაცრისფერ საწოლებზე. არ ხსნიან. თოჯინებს ყუთებიანად იხუტებენ. ასე ამბობენ, რომ გახსნან, დაუძველდებათ, გაუფუჭდებათ ან სხვები გაუფუჭებენ:
სხვა თოჯინებიც მყავდა და სულ მიფუჭებენ.
და უცებ ქრება ახალი წელი, ნაძვის ხე, თოჯინები, მანქანები... გვერდითა კარვიდან ვიღაც იძახის, ტანსაცმელი მოიტანესო. დიდიან-პატარიანად, ყველა, ტანსაცმლით სავსე ტომრებთან იკრიბება. იქვე იზომებენ შარვლებს, ქურთუკებს, ფეხსაცმელს...რასაც აირჩევენ, თავიანთ კარვებში მიარბენინებენ და ისევ ტომრებს უბრუნდებიან:
ნინო, სად ხარ, აირჩიე.
არა, დედა, გოგო ხარ? ეს გოგოსია.
მეც მინდა შარვალი.
ეს დიდია, გადასაკეთებელია.
აუ, დე, ეს რა მაგარია!
აბა, ბავშვები სად არიან?
ბავშვები იქ არიან, კარვებში. შვიდნი არიან: ნინო, ნინო, მარი, მარი, თამარი, ლუკა და ბესო.