Accessibility links

რეგულაციები მონადირეებისთვის - გარემოს დაცვის სამინისტროს კანონპროექტი


მონადირეთა ტესტირება, მოსაკრებლის დაწესება, წლის განმავლობაში მოსანადირებელი ცხოველისა თუ ფრინველის რაოდენობის დადგენა - ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომლებიც გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტშია აღნიშნული. მესხი მონადირეების განსაკუთრებულ უკმაყოფილებას კანონპროექტში არსებული ის პუნქტები იწვევს, რომლებიც სამონადირეო ტერიტორიებზე ნადირობისთვის საფასურისა და მოსაკრებლის გადახდას ითვალისწინებს. ახალციხის მონადირეთა ასოციაციის თავმჯდომარე ნუგზარ ზედგინიძე განმარტავს, რომ კანონპროექტის ამ სახით მიღება მათ დისკრიმინაციას მოახდენს.

ტესტირების მუხლი, კანონპროექტის მიხედვით, თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. სწორედ ეს მუხლია ერთ-ერთი, რომელიც მონადირეთა განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევს.

მონადირეები გარკვეული რეგულაციების შემოღებას უარყოფითად ხვდებიან, თუმცა მათი შენიშვნები ძირითადად გამოხატავს სურვილს, რომ შეუზღუდავად მიუწვდებოდეთ ხელი სანადირო სახეობებზე, მიაჩნია ერთ-ერთ საკალმახის მფლობელს ახალციხეში, თამაზ კაპანაძეს. კანონპროექტი რეგულაციებს ამ მიმართულებითაც ითვალისწინებს.

სამონადირეო სეზონის გახსნამდე გარემოს დაცვის სამინისტრო რეგიონებში გადის და საკითხით დაინტერესებულ მოქალაქეებს კანონპროექტის ძირითად მუხლებს აცნობს. მინისტრ გიგლა აგულაშვილის განცხადებით, კანონის მიზანი ქვეყანაში მდგრადი ნადირობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგებაა.

ნადირობის შესახებ ახალი კანონპროექტი გარემოს დაცვის სამინისტრომ 2016 წელს შეიმუშავა. პროექტის მიზანია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდეს ეროვნულ დონეზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG