Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინო ბალანჩივაძე და კოტე რუხაძე

ნინო ბალანჩივაძე და კოტე რუხაძე
ნინო ბალანჩივაძე და კოტე რუხაძე
22 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ კოტე რუხაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰეპა+“ -ს აღმასრულებელი დირექტორი და ნინო ბალანჩივაძე, „ალტერნატივა ჯორჯიას“ იურისტი. მათ ისაუბრეს საპროტესტო აქციაზე - „ჩვენი რეპრესია, თქვენი რეგრესია!“, რომელიც ქუჩის ნარკოტესტირების წინააღმდეგ არის მიმართული. აქციას 24 ნოემბერს, შსს-სთან სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები მართავენ. როგორც საპროტესტო აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, შსს არსებული დამსჯელობითი ნარკოკანონმდებლობის საფუძველზე კვლავაც აგრძელებს ნარკოტიკების მომხმარებელთა დასჯას. მათი თქმით, ერთ-ერთი ასეთი მეთოდია „ქუჩის ნარკოტესტირება“. პოლიციელებს მოქალაქეები გადაჰყავთ სპეციალურ დაწესებულებებში ნარკოტესტირების ჩასატარებლად, რასაც მოსდევს ადმინისტრაციული და სისხლისამართლებრივი სანქციები, რაც აქციის ორგანიზატორების თქმით, მძიმე ტვირთად აწვება ამ ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს. რა ალტერნატიული წინადადებები აქვთ აქციის ორგანიზატორებს და როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა საქართველოში?..
please wait

No media source currently available

0:00 0:21:53 0:00
გადმოწერა
  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

This item is part of
XS
SM
MD
LG