Accessibility links

30 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე. მან ილაპარაკა თურქეთში მომხდარ ტერაქტებზე და ტერორიზმის საფრთხებზე.

ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას პასუხისმგებლობა არ აუღია, 29 ივნისის ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებზე. თუმცა, ალეკო კვახაძის თქმით, საექსპერტო წრეებში ორ ვერსიას განიხილავენ, ერთი ვერსიით ეს განახორციელა ექსპრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ და მეორე ვერსიით შესაძლოა ეს ყოფილიყო სეპარატისტულ-ექსტრემისტული ორგანიზაცია „ქურთების მუშათა პარტია “. მაგრამ მომხდარი აფეთქებები თავისი ტაქტიკიდან გამომდინარე „ისლამურ სახელმიფოს“ ნამოქმედარს ჰგავს. ალეკო კვახაძემ ილაპარაკა იმაზე, თუ რატომ ხდება თურქეთი ტეროტისტების ხშირი სამიზნე და რატომ მართებს ამ ფონზე საქართველს ხელისუფლებას მეტი პოლიტიკური თანამშრომლობა აღმოსავლეთის ქვეყნებთან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

20 სექტემბრიდან რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ვმასპინძლობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს. თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი დრო (20 წუთი) ეთმობოდა და ეძლეოდა საშუალება, აუდიტორიისთვის წარედგინა თავისი პრიორიტეტები და პოზიციები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე: ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე, სოციალური საკითხების მოგვარებაზე, გარემოს დაცვაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა თუ სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ყველა ინტერვიუს აუდიო და ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდებზე.

XS
SM
MD
LG