Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეკო ცქიტიშვილი არჩევნების დღეზე


ალეკო ცქიტიშვილი არჩევნების დღეზე
please wait

No media source currently available

0:00 0:24:08 0:00

23 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ალეკო ცქიტიშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა იმ ოლქებში არჩევნებზე დაკვირვების შედეგებზე, სადაც ცენტრის იურისტები იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მცირე სადამკვირვებლო მისია ფარავდა: კახეთში - საგარეჯოს, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებსა და გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებს. ალეკო ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ პრობლემად რჩება კომისიის წევრთა მომზადებისა და საარჩევნო კანონმდებლობაში გათვითცნობიერების საკითხი. მართალია, კანონდარღვევა არ არის, მაგრამ "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახელებს "საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე საარჩევნო სუბიექტების, განსაკუთრებული ოდენობით კი - მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზებას. ისინი აღწერენ მოსულ ამომრჩევლებს, ესაუბრებიან მათ და ზოგჯერ ამ საუბარს აგიტაციის ფორმა აქვს. მსგავსი ფაქტები, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ხელს უშლის საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოვლენას", - წერია ცენტრის განცხადებაში. ალეკო ცქიტიშვილმა "დილის საუბრებს" უთხრა, რომ არის არაერთი საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე (მაგალითად - დაფინანსება) და საჭიროა მათი სხვაგვარი საკანონმდებლო რეგულაცია.

XS
SM
MD
LG