Accessibility links

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სასამართლომ დამნაშავედ ცნო


ალექსეი ნავალნი

რუსეთის ქალაქ კიროვში სასამართლომ დამნაშავედ ცნო ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი და მასთან ერთად ბრალდებული ბიზნესმენი პიოტრ ოფიცეროვი - ორივე სახელმწიფო კომპანია „კიროვლესის“ კუთვნილი ქონების მითვისების ბრალდების საფუძველზე. განაჩენის გამოცხადება მოგვიანებით არის მოსალოდნელი. ნავალნი, ისევე როგორც ოფიცეროვი, აცხადებს, რომ უდანაშაულოა. ნავალნის აზრით, მისი სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად არის მოტივირებული და მიზნად ისახავს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობისათვის ხელის შეშლას. 2013 წელს ნავალნისა და ოფიცეროვს პირობითი სასჯელი შეუფარდეს, მაგრამ ვერდიქტი არამართლზომიერად მიიჩნია ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ. მისი გაუქმების შემდეგ, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „კიროვლესის“ საქმის ხელახლა განხილვის შესახებ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG