Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატორებმა მიაღწიეს ორპარტიულ შეთანხმებას რუსეთისთვის სანქციების გაფართოებაზე


აშშ-ის სენატორებმა 12 ივნისს განაცხადეს, რომ მათ მიაღწიეს ორპარტიულ შეთანხმებას იმ საკანონმდებლო პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის მიმართ ახალი სანქციების შემოღებას კრემლის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო. სენატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საბანკო საქმეთა კომიტეტები შეთანხმდნენ ცვლილებაზე და ის დაემატება ირანის სანქციების შესახებ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც ასევე ითვალისწინებს რუსეთისათვის სანქციების დაწესებას ადამიანის უფლებათა შელახვისა და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მთავრობისათვის იარაღის მიწოდების გამო. ასევე ახალი სანქციები ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების სახელით მავნებლურ კიბერთავდასხმებს ახორციელებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG