Accessibility links

8 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ანა ჭიღვარია და მარი კურტანიძე - ფემინისტები. მათ ილაპარაკეს ქალთა საერთაშორისო დღესთან - 8 მარტთან - დაკავშირებულ აქციებზე. თბილისსა და საქართველოს სხვა 9 ქალაქში იმართება აქციები, რომლებიც მიმართულია ქალთა უფლებების რეალიზაციისა და თანასწორობის უზრუნველყოფისკენ. დროებითი გენდერული კვოტების შემოღება, ქალთა შრომითი პირობების გაუმჯობესება, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია და, ზოგადად, ქალებისთვის ინკლუზიური სივრცის შექმნა არის წლევანდელ 8 მარტთან დაკავშირებული სათქმელი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

20 სექტემბრიდან რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ვმასპინძლობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს. თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი დრო (20 წუთი) ეთმობოდა და ეძლეოდა საშუალება, აუდიტორიისთვის წარედგინა თავისი პრიორიტეტები და პოზიციები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე: ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე, სოციალური საკითხების მოგვარებაზე, გარემოს დაცვაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა თუ სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ყველა ინტერვიუს აუდიო და ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდებზე.

XS
SM
MD
LG