2 სექტემბერს სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. აქ, მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალზე ბოლო დროს გამარჯვებული ანიმაციური ფილმების ჩვენების გარდა, უცხოელი ანიმატორების მასტერკლასებია დაგეგმილი; მოეწყობა კლასიკური მუსიკის საღამოები. ფესტივალი გაიხსნება დიდი იტალიელი კინოდრამატურგის, ტონინო გუერას ნახატების გამოფენით.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.