Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანკარაში მოკლეს რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი


ანდრეი კარლოვი
ანდრეი კარლოვი

გარდაიცვალა თურქეთში რუსეთის ელჩი, ანდრეი კარლოვი, რომელიც დღეს მძიმედ დაჭრეს ანკარაში მოწყობილი თავდასხმისას. კარლოვის გარდაცვალების შესახებ მოსკოვში გამოაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ.

ცოტა უფრო ადრე გავრცელდა ცნობა ანდრეი კარლოვის დაჭრის შესახებ, როცა ის ანკარის ერთ-ერთ გალერეაში სიტყვით გამოდიოდა. ტელეკომპანია ენ-ტი-ვის ინფორმაციით, დაიჭრა კიდევ სამი ადამიანი. საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ კორესპონდენტი, რომელიც ინციდენტის დროს გალერეაში იმყოფებოდა, ამბობს, რომ თავდასხმაში ბრალდებულს კოსტუმი ეცვა და ჰალსტუხი ეკეთა და მან, სულ ცოტა, რვაჯერ გაისროლა. საინფორმაციო სააგენტო ანადოლუს ცნობით, ეჭვმიტანილი შეიარაღებული პირი „ნეიტრალიზებულია“ - ამ ცნობაში დეტალებზე არაფერს იუწყებიან.

XS
SM
MD
LG