6 თებერვალს 60 წელი შესრულდა დიდი ბრიტანეთის ტახტზე ელისაბედ II-ის ასვლიდან. ელისაბედი, რომელმაც მამამისი, ჯორჯ VI, შეცვალა ტახტზე, ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე დიდხანს არის ტახტზე დედოფალ ვიქტორიას შემდეგ, რომელმაც 63 წელს იმეფა. დედოფლის ბრილიანტის იუბილესთან დაკავშირებით მთელი რიგი საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი.
ელისაბედ II ტახტზე ასვლის 60 წლისთავს ზეიმობს
1
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II ტახტზე ასვლის 60 წლისთავს ზეიმობს
2
ელისაბედ II ბრიტანეთის სამეფო ისტორიაში ყველაზე დიდხანს არის ტახტზე დედოფალ ვიქტორიას შემდეგ, რომელიც 1837-1901 წლებში მეფობდა. ამ გრავიურაზე აღბეჭდილია ვიქტორიასა და პრინც ჩარლზის ქორწინება 1840 წელს.
3
ბრიტანეთის სამეფო ოჯახი პრინცესა ელისაბედისა და ედინბურგის ჰერცოგ ფილიპეს გარშემო ბუკინგემის სასახლის სატახტო ოთახში, მათი ქორწინების დღეს, 1947 წლის 20 ნოემბერს.
4
დედოფალი ელისაბედ II და პრინცი ფილიპე მათი ბრილიანტის ქორწინებას აღნიშნავენ ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოში, 2007 წლის ნოემბერში.
5
ელისაბედი სახელმწიფო ხმალს იღებს კენტერბერის არქიეპისკოპოსისგან ვერსტინსტერის სააბატოში მისი კორონაციის წინ. 1953 წლის 2 ივნისი.
6
დედოფალი რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურს, პაპ ბენედიქტე XVI-ს ხვდება 2010 წლის სექტემბერში.
7
დედოფალი ელისაბედ II მისი კორონაციის დღეს, 1953 წლის 2 ივნისს. წელიწადნახევრით ადრე ის მამამისის, ჯორჯ VI-ის სიკვდილის შემდეგ ტახტის მემკვიდრე დედოფალი გახდა 1952 წლის 6 თებერვალს. ეს იყო პირველი კორონაცია, რომელიც ტელევიზიით გადაიცა.
8
დედოფალი, პრინცი პილიპე და მათი სამი შვილი (მარცხნიდან მარჯვნივ: ანა, ენდრიუ და ჩარლზი. მეოთხე შვილი, პრინცი ედვარდი ოთხი წლის შემდეგ დაიბადა) 1960 წელს.
9
დედოფალი და მისი ორი ვაჟი, პრინცი ენდრიუ (მარცხნივ) და ედვარდი, კითხულობს ბუკინგემის სასახლეში.
10
დედოფალი პრინც ჩარლზთან და მის საცოლესთან, ლედი დაიანასთან ერთად ბუკინგემის სასახლეში 1981 წლის მარტში.